Tuesday, October 21, 2014

ტრენინგის IX დღე

 დღევანდღელ დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.
გავეცანი სხვა ჯგუფების ნამუშევრებს.
დავათვალიერე ციფრული რესურსების პორტალი და შევავსეთ შეფასების ფორმა.
ხათუნა ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 19, 2014

ტრენინგის VIII დღე

 მოდული 7.  ფასილიტაცია ტექნოლოგიებად.
პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკაში გამოყენებისათვის გავეცანი როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანი ასევე კითხვების დასმის მეთოდებს, მოსწავლეთა ჩართულობის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის.

Tuesday, October 14, 2014

ტრენინგის VII დღე

  გავეცანი მე-6 მოდულის საკითხებს, ვისწავლეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. დიფერენცირებული სწავლების ყველა ტიპის მოსწავლეთათვის გზების მოძებნა. მოსწავლეთა გეზის მისაცემად დამატებითი მასალების შექმნა. გავეცანი ბლუმისა და გარდნერის მატრიცას.

Tuesday, October 7, 2014

ტრენინგის V დღე

     მოვახდინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე. გავეცანი მოდულს ,,კავშირები". შევისწავლეთ ინტერნეტრესურსების მოძიება, ეფექტურად გამოყენება და საავტორო კანონმდებლობა...დღე იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

   


მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

 

Tuesday, September 30, 2014

ტრენინგის IV დღე 30.09.2014

  დავასრულე პორტფოლიოს პრეზანტაცია, ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. გავეცანი მოსწავლეთა შეფასების რუბრიკას, მეთოდებს მოკლე მონახაზს. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Monday, September 29, 2014

ტრენინგის III დღე 29.09.2014

   დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება. ასევე განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების სქემები და მეთოდები.მეცადინეობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

Sunday, September 28, 2014

ტრენინგის II დღე 28.09.2014

გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვას.ვისწავლე სასწავლო პროცესის მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების დასმა. როგორ დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება. ვისწავლე აგრეთვე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.

ტრენინგის I დღე 26.09.2014

      გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის მნიშვნელობას. განვიხილეთ სხვადასხვა პუბლიკაციები. დღევანდელი დღე ძალიან სასარგებლო იქნება ჩემთვის და დამეხმარება სასწავლო კურსის წარმატებით წარმართვაში.